21/05/2024
Latest:
მსოფლიო

ყაზახეთმა რუსეთს ინვესტიციების ზრდის ტემპით გაუსწრო

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რუსეთში ამ წლის პირველ ნახევარში 46.12%-ით შემცირდა გასული წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, $2.8 მლრდ-მდე, ხოლო ყაზახეთში 289%-ით გაიზარდა და თითქმის რუსეთისას გაუთანაბრდა – $2.5 მლრდ.

ეს ციფრები Financial Times-ის შვილობილს, fDi Markets-ს მოჰყავს და შეყვანილია პროექტები, რომელიც ნულიდან დაიწყო. პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა არასტაბილურობამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება გამოიწვია 154 ქვეყნიდან 97-ში.

ინვესტიციების ზრდის ტემპის მიხედვით პირველი ხუთეული ქვეყნებისა ასეთია: სლოვაკეთი (231,63%-ით გაიზარდა, $1.7 მლრდ-მდე), ბოსნია და ჰერცოგოვინა (228,8%-ით გაიზარდა, $2.834 მლრდ-მდე), ინდოეთი (149%-ით გაიზარდა, $30.6 მლრდ-მდე) და ტაილანდი (135%-ით გაიზარდა, $4.07 მლრდ-მდე).

რუსეთში უცხოური ინვესტიციების კლების ძირითად მიზეზებად დასახელებულია დასავლეთის სანქციები, რუბლის ჩამოშლა, ეკონომიკური კრიზისი, სამრეწველო წარმოების ვარდნა, საქმიანი კლიმატის გაუარესება.

მსოფლიო ეკონომიკების ზრდის ძირითადი ფაქტორები კი ხდება არა ექსპორტის სტიმულირება, არამედ სწორედ პირობების შექმნა საინვესტიციო მიმზიდველობისთვის და კეთილსაიმედო საქმიანი კლიმატის ფორმირება.