04/05/2024
Latest:
საზოგადოება

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები ქართველ აბიტურიენტებს შორის

შეიძლება ითქვას, ბოლო რამდენი წელია მომავალი პროფესიის შერჩევის კუთხით საქართველოში ტენდეციები არ შეცვლილა, თუმცა ზოგიერთი პროფესიაზე მოთხოვნა გაიზარდა. სპეციალისტების შეფასებით, ამა თუ იმ პროფესიაზე გაზრდილი მოთხოვნა დასაქმების მაღალ ალბათობას უკავშირდება. ბიზნესი, სამართალი, ეკონომიკა, სამედიცინო და სამშენებლო – ეს ის პროფესიებია, რომელსაც აბიტურიენტები ყველაზე ხშირად ირჩევენ.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, წლებია აბიტურიენტები უპირატესობას ეკონომიკური მიმართულებების სპეციალობებს ანიჭებენ.

„რამდენიმე წელია ტენდეციები შენარჩუნებულია და აბიტურიენტები ირჩევენ ეკონომიკას, ბიზნესს, მედიცინის სფეროს, რომელსაც მოსდევს სამართალი. ჟურნალისტიკაც მოთხოვნადია ხოლმე. წლევანდელ მონაცემებში ცვლილებები არ გვაქვს. თუმცა საგულისხმოა ის, რომ ინტერესი იზრდება საბუნებისმეტყველო მიმართულებები, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ამ პროფესიებზე მოთხოვნის გაზრდა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ორი ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში, აბიტურიენტები დასაქმების მეტ შესაძლებლობას ხედავს. მეორე მიზეზი კი ე.წ. უფასო ფაკულტეტებია, რომელიც გარკვუელ ზეგავლენას ახდენს პროფესიების არჩევისას“, – აღნიშნავს მინდაძე.

მისი თქმით, ბოლო წლებში ასევე მნიშნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა სამშენებლო მიმართულებებზე. მისი თქმით, ეს დასაქმების მაღალ ალბათობას უკვაშირდება.

„წინა წლებს თუ შევადარებთ სამშენებლო მიმართულებებზე მოთხოვნა ნამდვილად გაზრდილია. სტაბილურობას ინარჩუნებს ფილოლოგია, ისტორია. ასევე საინჟინრო სფეროსაც არჩევენ, უფრო მეტ შესაძლებლობას ხედავენ, ვიდრე ადრე იყო. ვფიქრობ, როდესაც აბიტურიენტი არჩევანს აკეთებს, თვლიან, რომ ზუსტად იმ სფეროში იქნებიან წარმატებულები და დასაქმებულები“, – აცხადებს მინდაძე.

ყოველწლიურად ეროვნულ გამოცდებს 40 ათასამდე აბიტურიენტი აბარებს, მინიმუმ 30 ათასი სტუდენტი ხდება. მათ უმეტესობა კი ყოველწლიურად მსგავს პროფესიებს ირჩევენ. შრომით ბაზრის კვლევებს თუ გადავხედავთ, შრომით ბაზრისა და უმაღლესი სასწავლებლების მოთხოვნა ერთმანეთს არ ემთხვევა. შედეგად ვიღებთ იმას, რომ უკვე უნივერსიტეტდამთავრებულები ხშირად პროფესიისგან განსხვავებულ სფეროში იწყებენ მუშობას.

შრომითი ბაზრის 2015 წლის კვლევაში მოწინავე პოზიციებს დასაქმების კუთხით განათლების სფერო, უძრავი ქონება, მომსახურება, ვაჭრობა და მშენებლობა იკავებს.

ტოპ 3 სფერო, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა პირველ არჩევნად შემოხაზეს:
ბიზნესი – 4 722 აბიტურიენტი,
სამართალი – 4 182 აბიტურიენტი,
ეკონომიკა – 2 091 აბიტურიენტი.

წყარო: BPN | ავტორი: ლიკა ამირაშვილი