27/04/2024
Latest:
მსოფლიო

გაერომ საცხოვრებლად ყველაზე სასურველი ქვეყნების სია გამოაქვეყნა

გაერომ ადამიანის განვითარების ყოველწლიური ანგარიში გამოექვეყნა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში ყურადღება გაამახვილეს ცხოვრებისთვის სასურველი ქვეყნების სიის შედგენაზე.

პირველ ადგილს უკვე მეთორმეტე წელიწადია ზედიზედ ნორვეგია იკავებს. განათლების დონით, სიცოცხლის ხანგრძლივობით, საცხოვრებელი პირობებით და სხვადასხვა მონაცემებით გაეროს 200 ქვეყნის სიაში ნორვეგია ისევ პირველ ადგილზე(ამ მონაცემებით ქვეყნები 0-დან 1-მდე ქულებით დააჯგუფეს).

ნორვეგიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა 81.6 წელს შეადგენს, ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი კი 64 922 დოლარს.

მსგსავსი, მრავალწლიანი წარმატებების სტაბილური შენარჩუნება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად ნავთობმომპოვებელ ეკონომიკაზე, ჯანდაცვის საიმედო სისტემაზე და ძლიერ სახელმწიფო პილიტიკურ სტრუქტურაზე.

14 დეკმბერს გამოქვეყნებულ რეიტინგში მას ავსტრალია, შვეიცარია და დანია მოსდევს. სია, თავისმხრივ, ნაკლებად სასურველ ქვეყნებსაც ასახავს, უკანასკნელ ადგილებს ნიგერია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი და ბურუნდი ინაწილებენ. ბოლო რამოდენიმე წელია სიაში მკვეთრი ცვილებები არ შეიმჩნეოდა, მაგრამ წელს სირია 15 ადგილით დაეცა, ლიბია – 27-ით.

123123

სხვა სფეროების ანგარიშიც იმსახურებს ყურადღებას. მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში 830 მილიონი ადამიანი დღეში მხოლოდ 2 დოლარს გამოიმუშავებს, უკანასკნელი 25 წლის მანძილზე 2 მილიარდმა მოახერხა უკიდურესად ღატაკების სიიდან ამოსვლა.