მსოფლიო

ზელენსკი სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ოლენა ზელენსკასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა.

ზელენსკის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ის შვედეთის პრემიერ ულფკრისტერსონს, მეფე კარლ XVI, დედოფალ სილვიას, პარლამენტის სპიკერ ანდრეას ნორლენსა და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდება.

„ფართომასშტაბიანი შეხვედრები გველის. მე პირადად მინდა მადლობა გადავუხადო შვედეთს, რომ მხარს უჭერს ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

ჩვენი უპირველესი ამოცანაა უკრაინელი მეომრების გაძლიერება მიწაზე და ცაში, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება, კერძოდ თავდაცვის ინდუსტრიაში, უკრაინის ევროინტეგრაცია და საერთო უსაფრთხოება ევროატლანტიკურ სივრცეში. ჩვენი სრული მხარდაჭერა შვედეთს NATO-სკენ მიმავალ გზაზე. დარწმუნებული ვართ, რომ ერთად ვიქნებით საიმედო მშვიდობის გარანტი მთელ ბალტიისპირეთ-შავი ზღვა-აზოვის რეგიონში” – აცხადებს ზელენსკი.

კომენტარის დატოვება