პოლიტიკა

ღარიბაშვილმა კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას გამოსამშვიდობებელი ხასიათი ჰქონდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი, ჯინ ფოსტერი ესწრებოდა.

კომენტარის დატოვება