პოლიტიკა

ზელენსკი შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და საქართველოს ქართულ ენაზე უსამძიმრებს

შოვში მომხდარ ტრაგედიას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართულ ენაზე ეხმაურება და საქართველოს სამძიმარს უცხადებს:

„ღრმად თანავუგრძნობთ ქართულ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს  და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს” – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვის კურორტზე მეწყერი ჩამოწვა. ბოლო ცნობებით, სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 25-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. სტიქიის ზონაში გრძელდება სამძებრო სამუშაოები, რომელშიც 2 ვერტმფრენი და 400-მდე მაშველია ჩართული.

კომენტარის დატოვება