საზოგადოება

სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს – ვითარება შოვში

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს – ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს.

ბოლო ცნობებით, სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა. 30-ზე მეტ ადამიანთან კი კონტაქტი ვერ ხერხდება. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. სტიქიის ზონაში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს. ცნობილია, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება ჯარიც.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი.

კომენტარის დატოვება