ეკონომიკა

ზუგდიდში საკონსერვო ქარხნის მშენებლობა იგეგმება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ჭითაწყარში მდებარე 249 999 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  და მასზე განთავსებული  N1-N11 შენობა-ნაგებობა. უძრავი ქონების საწყისი ფასი  შეადგენს  1 504 500 ლარს.

აუქციონის პირობების მიხედვით, აღნიშნულ ქონებაზე ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს  საკონსერვო ქარხნის აშენება, ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება.  პროექტის საინვესტიციო ღირებულება არანაკლებ 29 000 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. საკონსერვო ქარხანაში ასევე  გათვალისწინებულია 450 სამუშაო ადგილის შექმნა.

ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2016 წლის 10 ივნისს  17 საათზე.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს:

https://www.eauction.ge/Home/EntityView/305237.