27/04/2024
Latest:
საზოგადოება

ბექა იოსელიანი: „მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მოდელი საოჯახო მედიცინაზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვაა“

 

“საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრს”, რომელიც 45000-ზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება და ერთ-ერთ წარმატებულ ჯანდაცვის ობიექტს წარმოადგენს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და “გლობალური ალიანსის” პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი სტუმრობდა.  სტუმრობა მიზნად ისახავდა, ადგილზე გაცნობოდნენ დედაქალაქში მომუშავე ერთ-ერთი წარმატებული პირველადი ჯანდაცვის ობიექტის ფუნქციონირებას.

“გლობალური ალიანსის” პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის პრაქტიკული მუშაობის გაცნობა, პირველადი ჯანდაცვის დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში. ჟან ელი მალკინის განცხადებით საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს საოჯახო მედიცინის ცენტრი. „ეს არის ადამიანის ჯანმრთლობის დაცვის პირველი ხაზი – ადგილი, რომელსაც ხალხი პრობლემებით მიმართავს და ისინი ღებულობენ თბილ დახვედრას. პერსონალის პროფესიონალიზმი, თავდადება და მათ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი გამაოგნებელია.“

„საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრის“ სამედიცინო დირექტორის ბექა იოსელიანის განცხადებით ცენტრი სადემონსტრაციოა, რომელიც სათემო პრინციპით მუშაობს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 45 000 -ზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება, რომლებიც ძირითადად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ცხოვრობენ. დიდ ყურადღებას ვუთმობთ ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებას. რასაც ავტომატიზირებული სისტემების შემდეგი ანალიზისთვის ვიყენებთ, რაც ძალიან მნიშნველოვანია კომპანიის სამომავლო სტრატეგიის დაგეგმისთვის. კომპანიაში ეფექტურად მუშაობს სხვადასხვა ავტომატიზირებული სისტემები, ხარისხზე ორიენტირებული გადახდის სისტემა და პრევენციაზე ორიენტირებული სერვისები. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პირველადი ჯანდაცვა მედიცინის ხერხემალია. მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მოდელი, საოჯახო მედიცინაზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვაა,“ – აღნიშნავს ცენტრის სამედიცინო დირექტორი.

მნიშვნელოვანია, რომ „საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრის“ ოჯახის ექიმებმა, მენეჯერებმა, და ზოგადი პრაქტიკის ექიმებმა გადამზადება გაიარეს ინგლისში, კერძოდ კი ლონდონში. „ჩვენ ვართ ხარისხზე ორიენტირებული. ხარისხის ინსტრუმენტების დანერგვით შეგვიძლია მოსახლეობას მივაწოდოთ მაღალხარისხიანი ხარჯეფექტური სამედიცინო მომსახურება, რომელიც პაციენტის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. სასწავლო ცენტრის სტაფი ცდილობს უწყვეტად იყოს ჩართული პროფესიული განვითარების სქემებში, რომ მათი ცოდნა იყოს მუდმივად განახლებადი“, – განაცხადა იოსელიანმა.