27/04/2024
Latest:
საზოგადოება

უსინათლოთათვის სტადიონზე ახალი პროგრამა ამოქმედდა

უსინათლო და შეზღუდული მხედველობის მქონე პირთათვის სტადიონზე ახალი პროგრამა დაინერგა, პროგრამის ფარგლებში შემუშავდა აუდიო-აღწერილობითი კომენტირების პროგრამა. შესაბამისად, უსინათლო და შეზღუდული მხედველობის მქონე პირები საფეხბურთო მატჩზე დასწრებას და მათ სრულფასოვან აღქმას შეძლებენ.

პროგრამის ფარგლებში გადამზადდენ კომენტატორები, რომლებიც უსინათლოებისათვის საფეხბურთო მატჩების კომენეტირებას გასწევენ.

პროგრამა წარმატებით განხორციელდა საფრანგეთში დასრულებულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზეც.

პროგრამა ხორციელდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით.