26/04/2024
Latest:
ეკონომიკა

აჭარაში 2016 წლის 6 თვეში 208.1 მილიონი დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა

2016 წლის 6 თვის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით აჭარაში ინვესტიციები 26%-ით არის გაზრდილი.

აჭარაში 2016 წლის 6 თვეში 208.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 154.2 მილიონი აშშ დოლარი უცხოური, ხოლო 53.9 მილიონი აშშ დოლარი ადგილობრივი კერძო ინვესტიციაა.

ენერგეტიკა 49,5%-ით ლიდერობს, ტურიზმზე 30,1%, მშენებლობის სფეროზე 18,4%, ხოლო სხვა დარგებზე 2,0% ინვესტიცია მოდის.

უცხოური ინვესტიციები წლიურ დინამიკაში:

• 2012 წელი 59,0 მლნ მლნ აშშ დოლარი

• 2013 წელი 68.6 მლნ აშშ დოლარი

• 2014 წელი 182.4 მლნ აშშ დოლარი

• 2015 წელი 278.5 მლნ აშშ დოლარი

2015 წლის წლიური მონაცემების (366 მლნ აშშ დოლარი) შედარება წინა წლებთან:

• 2012 წელი – 152 მლნ აშშ დოლარი, ზრდა 141%

• 2013 წელი – 195 მლნ აშშ დოლარი, ზრდა 88%

• 2014 წელი – 277 მლნ აშშ დოლარი, ზრდა 33%

წყარო: geopressnews