27/04/2024
Latest:
ეკონომიკა

9 თვეში საწვავის იმპორტი 12,3 პროცენტით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 9 თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტი წლიურად,  12,3%-ით გაიზარდა და 840,9 ათასი ტონა შეადგინა.

2016 წლის სამი კვარტლის შედეგებით ბენზინის იმპორტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 86,5 ათასი ტონით ანუ 27,3%-ით და შეადგინა 403,2 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა 5,3 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით  437,7 ათას ტონამდე.

რაც შეეხება მხოლოდ სექტემბრის მონაცემებს – ნავთობპროდუქტების იმპორტმა შეადგინა  96,1 ათასი ტონა, რაც 1,7 ათასი ტონით აღემატება აგვისტოს თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  57,5  ათასი ტონა მატება 7,9 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 38,6 (კლება 6,3 ათასი ტონით)  ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით 2016 წლის სექტემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან – 32,6  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 33,9%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: ბულგარეთი – 14,1 ათასი ტონა (14,7%),  რუსეთი  – 11,9 ათასი ტონა (12,4%), თურქმენეთი – 11,9 ათასი ტონა (12,4%), აზერბაიჯანი  – 11,3 ათასი ტონა (11,7%),  საბერძნეთი –  7,4 ათასი ტონა (7,7%), იტალიიდან – 4,0 ათასი ტონა (4,2%), უკრაინა – 2,9 ათასი ტონა (3,0%).

წყარო: GBC