26/04/2024
Latest:
მსოფლიო

პარიზის ტერაქტების გამო ევრო 2016-ის ტურნირი არ გაუქმდება

პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო საფრანგეთში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატი არ უნდა გაუქმდეს, – ამის შესახებ ტურნირის ორგანიზატორი, ჟაკ ლამბერი აცხადებს.

ლამბერმა ფრანგულ რადიოსთან საუბრისას განაცხადა, რომ ევრო 2016-ის გაუქმება ტერორისტების ცეცხლზე ასხამს ნავთს.

“ბჭობა იმის შესახებ, რომ ევრო 2016 უნდა გაუქმდეს, ტერორისტების წისქვილზე ასხამს წყალს.

ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატზე იქნება გაძლიერებული უსაფრთხოება. სტადიონების დაცვა კარგად მუშაობს, დიდი რისკი ქუჩებშია, გულშემატკივრების სპონტანური შეკრების ადგილას”, – განაცხადა ჟაკ ლამბერმა.

შეგახსენებთ, რომ პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად, 132 ადამიანი დაიღუპა, 349 დაშავდა, მათგან მძიმე მდგომარეობაშია 80-ზე მეტი.