27/04/2024
Latest:
საზოგადოება

“ჯანდაცვის სამინიტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ანტიბიოტიკების რეგულაციის საკითხს”

20 ნოემრებს გაიმართა ააიპ ,,ფარმაცევტული კომპანიების ასიციაციისა’’ და ააიპ ,,საქართველოს სამედიცინო ასოციეციების გაერთიანების’’ ერთობლივი ბრიფინფი, რომელიც უკავშირდებოდა ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს და პოლიპრაგმაზიის შემთხვევებთან ეფექტური ბრძოლის საკითხებს.

ბრიფინგზე სიტყვით წარსდგა ააიპ საქართველოს სამედიცინო ასიციაციის გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე. მან ისაუბრა ამ ბრიფინგის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფარმაცევტული კომპანიის ჩრთულობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია.

,,მე მინდა ჩვენი ბრიფინგი დავამთხვიოთ ანტიბიოტიკების გამოყენებასთან  დაკავშირებულ მსოფლიოს კვირეულს. ძალიან კარგი არის, როდესაც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია არის ჩართული ამ საკითხში. ეს მათი მხრიდან არის ეთიკურობის გამოვლინება. ისინი ამით ადასტურებენ, რომ მათი ინტერესი არის სწორი. რაც შეეხება, ინტერესთა კომფლიქტს, ამის თავიდან აცილებაზეც ვიფიქრეთ, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევებს ჩვენ მოგვაწვდის  სადაზღვეო კომპანიების ასოციაციაცია. ჩვენ მათთან გვქონდა შეხვედრა. ყველა სადაზღვეო კომპანია გაინაწილებს პროპორციულად რაღაც შემთხვევებს, რომლებიც პაციენტისა და კლინიკის ანონიმურობის დაცვით, მოაწვდიან ჩვენს ასოციაციას. ვფიქრობ, დაახლოებით 60 დღის შემდეგ, ჩვენ გვექნება გარკვეული შედეგები, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გავაანალიზოთ, რა მიმართულებები არის და რა რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს ამის სემდეგ. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ სახელმწიფო აპირებს მედიკამენტების სუბსიდირებას მომავალში გარკვეული დოზით. სახელმწიფოც აანონსებს ამას. ამ პროექტის შესახებ ინფორმაციას 60 დღის შემდეგ მივაწვდით საზოგადოებას’’.

ბრიფინგზე ასევე სიტყვით გამოვიდა ირინა ააიპ საქართველოს სამედიცინო ასოციაციის გაერთიანების პრეზიდენტი ირინა ჭელიძე.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველში ტარდება კვლევა მედიკამენტებთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინიტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ანტიბიოტიკების რეგულაციის საკითხს. ჩვენ, ვალდებულად ვთვლით თავს, რომ მივიღოთ მონაწილეობა მსგავსი ტიპის პროექტში. ჩვენ ამ დარგში ვმუშობთ და ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი. გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა კვლევა. მართალია ეს კვლევა არ არის პირდაპირ კავშირში ჩვენთან, მაგრამ ჩვენ გვიხდება პაციენტებთან ურთიერთობა და ექიმების მიერ გამოწერილი რეცეპტების ნახვა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მცირე სტიმული მივცეთ იმათ, ვისთვისაც შემდგომში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. პრეზენტაცია ეძღვენა იმას, რომ გაგაცნოთ ჩვენი ინიციატივა მოსახელობას. ეს კვლევა დაგვანახებს როგორ ხდება ექიმების მიერ მედიკამეტების დანიშვნა. ეს კვლევა იქნება საფუძველი შემდგომ უკვე ღრმა კვევებისა. ცხადია, ელექტრონული რეცეპტი ამ პრობლემას დაარეგულირებს, მაგრამ ამას შწირდეა დრო. ყოველი ასეთი კვლევა და ინიციატივა დააჩქარებს ამ პროცესების დალაგებას. დაახლოებით ერთ თვეში წარგიდგენთ ამ კვლევის შედეგებს. ჩვენი ასოციაცია ყოველთვის ქართველი ექიმებისა და მოსეხლების გვერზე იქნება’’.

[wpolling id=”10″ width=”” height=””]