26/04/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოს სოფლის მეურნეობა განვითარების ტემპს ინარჩუნებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური სოფლის მეურნეობის სფეროს 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 443 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.0 პროცენტით აღემატება. აქედან ფურის სულადობამ 662 ათასი შეადგინა.

მატება ფიქსირდება ცხვრისა და თხის ჯამური სულადობის კუთხითაც, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.5 პროცენტით გაიზარდა და 1 232 ათას სულს მიაღწია. ღორის სულადობა 268 ათასი სული იყო, რაც 16.1 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2015 წლის II კვარტალის ბოლოსათვის ფრინველის რაოდენობამ 13 054 ათასი ფრთა შეადგინა, რაც 9.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა პირუტყვის სულადობა, აგრეთვე ფრინველის რაოდენობა 2007-2015 წლების II კვარტალის ბოლოსათვის:

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლისმეორე კვარტალში რძის წარმოებამ 233.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტით მეტია; ხორცის წარმოებამ 11.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 0.9 პროცენტით აღემატება; ხოლო კვერცხის წარმოებამ 151.3 მილიონი ცალი და წინა წლის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტი შეადგინა.

აგრეთვე იხილეთ 2014-2015 წლების მაჩვენებლები პირუტყვის სულადობისა და მეცხოველებობის პროდუქტების წარმოების შესახებ, კვარტალურ ჭრილში: