07/05/2024
Latest:
საზოგადოება

20 აგვისტოს საქართველოში Scorpions-ის კონცერტი გაიმართება

ლეგენდარული გერმანული როკ-ჯგუფი Scorpions-ი 20 აგვისტოს საქართველოში იმღერებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კონცერტი ახალგახსნილ საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ში გაიმართება.

Scorpions-ი გერმანული როკ-ჯგუფია ჰანოვერიდან. მათ მიერ შესრულებული მუსიკის ძირითადი ჟანრია მძიმე მეტალი და მძიმე როკი. სკორპიონს პოპულარობა მოუტანა მათმა საუკეთესო სიმღერებმა, რომლებმაც ხალხში უდიდესი მოწონება დაიმსახურა: Rock You Like a Hurricane, Wind of Change, No One Like You, Still Loving You, Humanity, Send Me an Angel და სხვა. ჯგუფი 46-ე ადგილზეა VH1-ის მძიმე როკის საუკეთესო შემსრულებლების სიაში, Rock You Like a Hurricane კი მეთვრამეტეა VH1-ის სიაში 100 საუკეთესო მძიმე როკ სიმღერა. 2010 წლის 24 იანვარს 45 წლიანი აქტიური მოღვაწეობის შემდეგ ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი შვებულებას აიღებენ ახალი ალბომის Sting in the Tail მხარდამჭერი ტურნეს შემდეგ. სკორპიონსმა გაყიდა 100-დან 150-მდე მილიონი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ოფიციალური სახელი არის Scorpions, ისინი ხშირად არიან მოხსენიებულნი, როგორც The Scorpions. მათი ოფიციალური საიტის დასახელებაც (the-scorpions.com) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

1469190273287505

[wpolling id=”13″ width=”” height=””]