მსოფლიო

640 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 241 330 (+640) ჯარისკაცი დაკარგა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 22.07.2023-მდე ასეთია: ტანკები – 4140 (+7), ჯავშანტექნიკა – 8096 (+16), საარტილერიო სისტემები – 4629 (+19), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 693 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 448 (+8), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 310 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3944 (+11), ფრთოსანი რაკეტები – 1298 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  7159 (+14), სპეციალური ტექნიკა – 691 (+5).

გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე.

კომენტარის დატოვება