10/05/2024
Latest:
მსოფლიო

ერდოღანის თქმით, პუტინთან მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, მარცვლეულის შეთანხმება აღდგეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმება“ აღდგეს.

„შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტას მთელი რიგი შედეგები მოჰყვება, დაწყებული საკვების გლობალური ფასების მატებიდან გარკვეულ რეგიონებში დეფიციტამდე და, პოტენციურად, მიგრაციის ახალ ტალღებამდე. მჯერა, ამ საკითხის საფუძვლიანი განხილვით პრეზიდენტ პუტინთან, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ამ ჰუმანიტარული ძალისხმევის გაგრძელება. ვიცით, პრეზიდენტ პუტინსაც აქვს გარკვეული მოლოდინები დასავლეთის ქვეყნებისგან და გადამწყვეტია ამ ქვეყნებისთვის ზომების მიღება ამ კუთხით“, – თქვა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, განიხილონ რუსეთის მოთხოვნები.

შეგახსენებთ, რუსეთმა მიმდინარე კვირას მიიღო გადაწყვეტილება „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების შესახებ. რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ნებისმიერი გემი, რომელიც უკრაინული პორტებისკენ გაემართება, პოტენციურ სამხედრო სამიზნედ იქნება აღქმული.

კომენტარის დატოვება