27/04/2024
Latest:
მსოფლიო

„კორბინომიკა“ – ახალი პლატფორმა ბრიტანელი პოლიტიკოსისგან

ჯერემი კორბინი, რომელიც ბოლო გამოკითხვებით დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ახალი მეთაურის არჩევნებში ლიდერობს, თავისი მკვეთრად მემარცხენე შეხედულებებითაა ცნობილი, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში.

„კორბინომიკა“ – ასე დაარქვეს მის პლატფორმას ჟურნალისტებმა და ის ითვალისწინებს მსხვილი კომპანიების სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნებას, მათ შორის ელექტროენერგიის და გაზის მიმწოდებელი „დიდი ექვსეულის“, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის 90%-ს აკონტროლებენ.

ამომრჩეველთა არანაკლებ ყურადღებას იპყრობს კორბინის დაპირება, რომ ჯანდაცვის ხარჯებს გაზრდის, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტს მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდით და გადასახადების დამალვასთან და გადაუხდელობასთან ბრძოლით დაფარავს.

მაგრამ, ყველაზე განხილვადი ინიციატივაა – „სახალხო რაოდენობრივი შერბილება“ (QE). კორბინის ჩანაფიქრით, ეროვნული საინვესტიციო ბანკი იქმნება, რომლის ობლიგაციებსაც ინგლისის ბანკი ყიდულობს და ამ ფულით „სახალხო“ ინფრასტრუქტურა შენდება – საავადმყოფოები, სკოლები და ასე შემდეგ. QE-ს ყოველწლიურმა მოცულობამ შესაძლოა წელიწადში 50 მლრდ ფუნტი შეადგინოს.

agora.ge