03/05/2024
Latest:
საზოგადოება

8 რჩევა, როგორ მოიგოთ ტოტალიტაზორში

ცნობილი ამერიკელი ექსპერტები და ანალიტიკოსები, ტოტალიტაზორში თამაშის მოყვარულებს სთავაზობენ სხვადასხვა რჩევას, თუ როგორ უნდა შეძლონ მათ ბუკმეიკერებისთვის იოლად მოგება.
მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებიდან, გთავაზობთ 8 ყველაზე მნიშვნელოვანს:

1. არ დადოთ ფსონი იმაზე, რაც პოპულარულია
იმის გაკეთება, რასაც აკეთებენ სხვები – ხშირად უაზრობაა და შეიძლება მიგიყვანოთ ხშირ წაგებამდე. გასაგებია, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელია ისეთი სიტუაცია, როცა ადამიანთა უმრავლესობა მხარს უჭერს თქვენს მიერ არჩეული ვარიანტს. მაგრამ, რეალურად, ეს ნიშნავს რომ თქვენი შანსი, მიიღოთ ღირსეული ჯილდო, ძალიან დაბალია.
ეს არის მიზეზი, რომლის გამოც ცნობილი ბუკმეიკერები თავიანთ საიტებზე აქვეყნებენ „10 ყველაზე პოპულარულ ფსონს“. იყავით თქვენი მოსაზრების ერთგულნი. ისწავლეთ იმის იგნორირება, რასაც სხვები ამბობენ და არ გეშინოდეთ საერთო აზრის წინააღმდეგ წასვლის. თქვენთვის ეს უფრო მისაღებია.

2. დადეთ ფსონები ზუსტი გეგმის მიხედვით
არ არსებობს არცერთი მოთამაშე, რომელსაც არ გააჩნია ფსონის დადების წინასწარ მოფიქრებული, კარგად გათვლილი გეგმა. თქვენ უნდა დადოთ ფსონი ჭკვიანურად, თქვენი არჩეული სტრატეგიის მიხედვით. სწორედ ეს დაგეხმარებათ დაძლიოთ წაგების ის შედეგები, რომლებიც გარდაუვალი იქნება თქვენს გზაზე. ამასთანავე, წინასწარ გათვლილი გეგმა დაგეხმარებათ შეჩერდეთ, თუკი თავით გადაეშვებით გამარჯვებების ტალღაში. თქვენ ხომ იცით, რომ თავის დაკარგვა შესაძლებელია არამხოლოდ წაგების, არამედ მოგების შემთხვევაშიც.

3. თავი შეიკავეთ დაბალპროცენტიანი ფსონების გაკეთებისგან
კიდევ ერთი კარგი და ჭკვიანური რჩევაა, თქვენი ფსონის ზღვარის შემოწმება და გადათვლა. გირჩევთ თავი აარიდოთ ნებისმიერი სახის ფსონს, რომლითაც არ გექნებათ 97%-ის უკან დაბრუნების შანსი. თუკი, ბუკმეიკერები იძლევიან დიდ განსხვავებას, თქვენ თავი უნდა აარიდოთ ამას, თუნდაც თქვენთვის წამგებიან პოზიციად მიგაჩნდეთ.

4. ნუ მოახდენთ თქვენი ყურადღების კონცენტრირებას მასიურ ბაზარზე
დიდმაც და პატარამაც იცის უმაღლესი ლიგის თამაშების შესახებ, აქედან გამომდინარე, რაც უფრო ქვემოთ ეშვებით საფეხბურთო პირამიდაზე, მით მეტი შანსია მაღალი ფსონის მოსაგებად.
ფეხბურთის ბევრი ანალიტიკოსი, ამ მიზეზით, თავისი ყურადღების კონცენტრირებას ახდენს დაბალ ლიგებზე, ხოლო ზოგიერთი მათგანი, რომლებსაც განსაკუთრებული ალღო გააჩნიათ, ფსონებს მხოლოდ ლიგის გარეშე ფეხბურთზე დებენ. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგების შანსები დაინახოთ იქ, სადაც ბუკმეიკერები ვერ ხედავენ.

5. გახდით ექსპერტი რამდენიმე ლიგაში და არა დილეტანტი ყველგან
თუ თქვენ შეძლებთ, თქვენი ბეთინგის სპეციალიზებას ნაკლები რაოდენობით ლიგებზე (განსაკუთრებით უმდაბლეს ლიგებზე) ეს შანსს მოგცემთ ერთი ნაბიჯით გაუსწროთ ბუკმეიკერებს.
დახვეწეთ თქვენი გამოცდილება ერთ ან ორ ლიგაში და მიჰყევით მხოლოდ მათ. გაიგეთ მათზე ყველაფერი, მათი ყველა განსაკუთრებული მახასიათებელი. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტები და ფორუმები ინტერნეტში. განსაკუთრებით სასარგებლოა ინფორმაცია, რომელიც არაა განკუთვნილი ფართო საზოგადოებისთვის, ტრავმებისა და თამაშების დროებით შეჩერების შესახებ. ამ მიდგომით, მალე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, იცოდეთ მეტი ვიდრე ბუკმეიკერებმა.

6. შეაფასეთ ფსონები მანამ, სანამ გაიგებთ მოგების შანსებს
ბევრი ექსპერტი გირჩევთ, რომ სანამ ფსონს დადებთ და ფაქტობრივად გაიგებთ მოგების შესაძლებლობას, დამოუკიდებლად შეისწავლოთ ბეთინგის ბაზარი. ეს გეხმარებათ დამოუკიდებელი აზრის ჩამოყალიბებაში. სცადეთ გააკეთოთ ეს იმ ლიგასთან ან თამაშთან მიმართებით, რომელიც თქვენ გაინტერესებთ და თქვენ გაიაზრებთ მოცემული რჩევის მნიშვნელობას საკუთარ მაგალითზე. რა თქმა უნდა, თუ თქვენ ამის დრო არ გაქვთ, „კუშ ვ სპორტეს“ ლიგის ანალიტიკოსები ყოველთვის მზად არიან სიხარულით გააკეთონ ეს თქვენს მაგივრად.

7. გაარკვიეთ ფსონის მინიმალური მნიშვნელობა
თქვენი ფსონის რაოდენობის განსაზღვრა თქვენივე სათამაშო რეზერვის მოცულობის მიხედვით. იდეალური ვარიანტია, როცა ფსონი რეზერვის 2-3%-ს შეადგენს.

8. ექსპრეს ფსონებს იუმორით მოეკიდეთ
მოცემული რჩევა მთლიანობაში უკამათო და ერთპიროვნული არაა. ჩვენი გამოცდილებით, ექსპრეს ფსონებს გააჩნიათ ძალიან დაბალი ფასები და არ აღიქმება სერიოზულად. თუმცა, ბუკმეიკერებისთვის ამასაც აქვს საკმაო საფუძველი და ისინი მუდმივად აჩეჩებენ ხელში მოთამაშეებს ექსპრეს ფსონების დადების შესაძლებლობას – ასეთი ფსონებით მოგება იშვიათია. ისინი ძირითადად მიმართულნი არიან ბუკმეიკერთა ჯიბის გამდიდრებისკენ.
დიდი ექსპრესფსონების მიმზიდველობა ძალიან ძლიერია. აღიქვით ის როგორც ხუმრობა ან ლატარიის ბილეთი.

 

[wpolling id=”11″ width=”” height=””]