ბოლო სიახლეები

2016 წლის ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალია – გიორგი ლაღიძე

საინფორმაციო სააგენტო Georgian National News (GNN) გთავაზობთ ინტერვიუს პარტია „მომავალი საქართველო“- ს ლიდერთან გიორგი ლაღიძესთან. პარტიის ლიდერის განცხადებით 2016 წლის ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალია.

ბატონო გიორგი, კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების დაფიქსირების ინიციატივა წინასაარჩევნო პიარკამპანიის ნაწილად შეფასდა, თქვენ როგორ ფიქრობთ, დგას ამის აუცილებლობა დღეს?

„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სოკოებივით მომრავლდნენ პრორუსული ძალები, მე ვფიქრობ სწორი და მნიშვნელოვანია საქართველოს კონტიტუციაში იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს მისწრაფებაა ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.

პრორუსული პოლიტიკური ძალებისათვის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ანტიკონსტიტუციური გამოსვლებითაც გამოირჩევიან, მათდამი ლოიალურობით გამოირჩევა საქართველოს ყოფილი პრემიერი ბატონი ივანიშვილი და მოქმედი ხელისუფლება. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს ასეთი პროცესებისადმი. მე მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო ე. წ. „ცენტრისტების“ ვიდეორგოლს, რომელიც გავრცელდა, ეს არის ცალსახად ანტიკონსტიტუციური და მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების დეზორგანიზებას. აქედან გამომდინარე, შესაბამისმა უწყებებმა ოპერატიული და ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინონ“.

უბლოკო სტატუსთან დაკავშირებითაც ამ აზრის ხართ?

„უბლოკო სტატუსი ეს იგივეს ნიშნავს რაც საქართველოში რუსის ჯარის შემოსვლა. ვინც ამას ითხოვს სისნი არისან სწორედ რუსული პოლიტიკის გამტარებლები და ეს ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას. ოდითგანვე, საქართველოსთვის გარეშე მტრებზე მეტი ზიანი, მოუტანიათ ქვეყნის გამყიდველებს და მოღალატეებს“.

წინასაარჩევნო კამპანიას როდიდან იწყებთ?

„ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინა 27 ათასამდე მხარდამჭერთა ხელმოწერა. ჩვენმა პარტიამ წარმატებით გაიარა რეგისტრაცია. ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ შემდეგი სახელწოდებით – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ . ასე, რომ ჩვენ ჩართული ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში, სულ მალე გვექნება საარჩევნო სიის პრეზენტაცია და რაც ყველაზე მტავარია, აქტიურად ვხვდებით მოსახლეობას. ვფიქრობ, 2016 წლის ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალია“.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...