ბოლო სიახლეები

ჯუმბერ კირვალიძე წინასაარჩევნო პოლიტიკურ მოვლებენს აფასებს – „არ გამოვრიცხავ წინასაარჩევნო პროვოკაციებს“

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ანალიტიკოსი კუმბერ კირვალიძე საინფორმაციო სააგენტო Georgian National News (GNN.GE)-სთან აფასებს.

გთავაზობთ სრულ ინტერვიუს:

როგორ შეაფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს?
ნორმალურად, იმის გათვალისწინებით თუ როგორი პოლიტიკური სისტემა გვაქვს, რომელიც ჩემი აზრით შორსაა იდელურისაგან და სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს.
როგორც ხედავთ პარტიები დალაგდნენ, მაგრამ შიდა განხეთქილებები ყოველ წამს იგრძნობა. რა არის ამის მიზეზი?

„დალაგდნენ“, – ხმამაღალი ნათქვამია. ვფიქრობ, უბრალოდ მეტ-ნაკლებად ჩაცხრა ვნებათაღელვა, რაც დაკავშირებული იყო არჩევნებში რეგისტრირებული პარტიების სიების დაკომპლექტებასთან. ამიტომ, მიმაჩნია, რომ შიდა განხეთქილებები აღარ იქნება, ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე მაინც. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ პარტიებში, იდეოლოგიური დ სხვა სახის პოლიტიკური დისკუსიები ნაკლებად, ან თითქმის არ ხდება, უფრო მერკანტილური მიზეზების გამო, ვიღაცა დტოვებს ან წევრიანდება ამა თუ იმ პარტიაში, რაც პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე მეტყველებს.

რამდენად ჩამოყალიბებულები და მზად არიან პარტიები საარჩევნოდ?

მეტ-ნაკლებად და ეს ძირითადად დამოკიდებულია მათ ფინანსურ შესაძლებლობებზე. ხოლო, რაც შეეხება სხვა სამზადისს, პარტიის პროგრამა და სხვა, ამ მხრივ დიდ სხვაობას ვერ ვხედავ, კიდევ და კიდევ არსებულ პოლიტიკურ პარტიათა პოლიტიკური უმწიფრობის გამო. ერთი, რაზეც მუდამ „განასხვავებს“ მათ, გახლავთ ის, თუ ვინ „პროდასავლელია“ და ვინ „პრორუსი“. დამერწმუნეთ, რომეს იმდენად პრიმიტიულს ხდის ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ქართული მოაზროვნე საზოგადოების მხრიდან.

ვის რა შანსები აქვს საპარლამენტო არჩევნებში?

ჩემი აზრით, შანსი იმისა, რომ უეჭველად გადალახავს საარჩევნო 5% – იან ბარიერს, აქვს 5 პოლიტიკურ პარტიას, ესენია: „ქართული ოცნება“, „ნაც.მოძრაობა“, „ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“, „პატრიოტთა ალიანსს“ და „ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობას“, სხვა დანარჩენები, მაგალითად: „ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“, „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“ და „ნათელაშვილი – ლეიბორისტები“, საარჩევნო ბარიერთან ახლოს არიან, მაგრამ მისი გადალახვის შანსი უფრო მცირე აქვთ, ვიდრე პირიქით.

მიმდინარეობს თუ არა თანასწორი ბრძოლა?                                                                                                              

„თანასწორობაში“, რას  გულისხმობთ? თუ, ფინანსურ რესურს, მაშინ, რა თქმა უნდა, რომ არა! ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ლამის საკუთარი ტელეკომპანია და მასმედიის სხვა საშულებები გააჩნია. მაგრამ, სხვა მხრივ, მასმედიაზე ხელმისაწვდომობა, პარტიული პროპაგანდა და სხვა ბევრი რამ, ნამდვილად ხელმისაწვდომია და კანონის ფარგლებში შეუზღუდავი.

უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე სახის პროვოკაციას წინა საარჩევნოდ?                                                                

არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი გეგმები ვინმეს ჰქონდეს, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალოვანი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან და არ დაუშვებენ დესტაბილიზაციას, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში არ შედის და მხოლოდ ჩვენი ავისმოსურნეს სურვილია. ალბათ, რაღაც სახის „კომპრომატების ომს“ მაინც ვიხილავთ, უამისოდ რაღა არჩევნებია…

როგორ ფიქრობთ, რა შედეგით დასრულდება არჩევნები? (რომელი პარტია იქნება უმრავლესობაში)

პირველი ადგილი გარანტირებული აქვს „ქართულ ოცნებას“ და დამსახურებულადაც, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა განვლილ 4 წელიწადში, როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკაში. ამის „ბრალი“ კი, არის ძალზედ უსახურ საკადრო პოლიტიკაში. სხვა პოლიტიკური პარტიების პროცენტული შედეგების პროგნოზირებაზე, თქვენის ნებართვით თავს შევიკავებ. დაველოდოთ, 9 ოქტომბრის განთიადს.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ინფორმირებული არჩევანი, მედია ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებს

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე ...