30/04/2024
Latest:
მსოფლიო

ევროკავშირს და იაპონიას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება სურთ

ევროკავშირის და იაპონიის წარმომადგენლებმა ტოკიოში ჯერ კიდევ 2013 წელს ჩაფიქრებული მოლაპარაკებები დაიწეს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და მხარეები იმედევნებენ, რომ ეს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაში ტრანსფორმირდება. ოქტომბერში აშშ-მ, იაპონიამ და აზია-წყნარი ოკეანის კიდევ 10-მა ქვეყანამ ასეთი შეთანხმება უკვე გააფორმა.

თუმცა, როგორც Kyodo News-თან ინტერვიუში ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალსტრომმა აღიარა, ტოკიოს და ბრიუსელს ბევრ საკითხში აზრთა სხვადასხვაობა აქვს და ამიტომ მოლაპარაკებები მომავალ წელსაც გაგრძელდება.

„მტკივნეული წერტილი“ არაერთია. მაგალითად, ევროპელები მზად არიან გააუქმონ 10%-იანი იმპორტის გადასახადი იაპონურ ავტომობილებზე, იმ შემთხევვაში, თუ იაპინია გააფართოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შესაძლბლობას ევროკავშირიდან – პირველ რიგში საუბარია ღორის ხორცზე, ყველზე და ღვინოზე.