02/05/2024
Latest:
მსოფლიო

ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის ეშინიათ

რუსეთის სირიისადმი დამოკიდებულებამ მოსკოვის ყურადღება არა მარტო უკრაინას, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც ჩამოაშორა. მიუხედავად ამისა, ამ კვირაში ფსკოვის რეგიონში საჰაერო-სადესანტო მებრძოლების სწავლება მიმდინარეობს. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გათვალისწინებით  სწავლებას ლატვია, ესტონეთი და ლიტვა დიდი ყურადღებით აკვირდება. ნატოსა და აშშ-ს წარმომადგენლები მოკავშირეების უსაფრთხოების გარატიებს იძლევიან. მაგრამ ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ნატოსაც კი არ ეყოფა შესაძლებლობები ბალტიისპირეთის დასაცავად.

ამერიკული ცენტრის Rand Corporation-ის მიერ შექმნილი კომპიუტერული მოდელის თანახმად, რუსეთის ფედერაციისთვის სამი დღეც კი საკმარისი იქნბა ესტონეთის, ლატვიის და ლიტვას თავდაცვითი საზღვრების გასანადგურებლად.

ბევრი დასავლელი სპეციალისტის განცხადებით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დროულად ვერ შეძლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებაზე პასუხის გაცემას. ამ სავარაუდო თავდასხმის განხორციელებაში კი ბალტიისპირეთის ქვეყნების არცერთ მოქალაქეს ეჭვი არ ეპარება.

„რუსეთის მიერ ბალტიის ქვეყნებზე რეგულარული ჯარის გამოყენებით თავდასხმა რა თქმა უნდა არ არის გარდაუვალი. მაგრამ ბალტიის ქვეყნები და ნატო მზად უნდა იყვნენ მოვლენების ნებისმიერი სახით განვითარებისთვის. რუსეთის შემოჭრა კი უფრო და უფრო სავარაუდო ხდება“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი მარიუს ლაურინავიჩიუსი.

ექსპერტები აღნიშნავენ რომ სამხედრო თვალსაზრისით აღმოსავლეთ ევროპის გეოგრაფია ართულებს ნატოს სტრატეგიულ მიზნებს. ჯერჯერობით რეგიონში ერთადერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა პოლონეთის არმიაა. მაგრამ ბალტიისპირა ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად საჭირო იქნებოდა ჯარის საკმაოდ ვიწრო დერეფანში გადაყვანა, რომელიც რუსეთში, კალინინგრადის რეგიონსა და ბელორუსიას შორისაა. ამ შემთხვევაშიც დახმარების დროებით მიღების შანსი მხოლოდ ლიტვას აქვს. ჯარმა ლატვიამდე და ესტონეთამდე შეიძლება ვერ მიაღწიოს.

მოსკოვმა ბალტიის რეგიონებში სამხედრო ძალით შეჭრა  შეიძლება ნატოს სოლიდარობის გამოცდის საშუალებად გამოიყენოს. ასეთ სიტუაციაში მნიშველოვანი ხდება ისეთი სახელმწიფოს მონაწილეობა, რომლებიც ალიანსში არ იმყოფებიან მაგრამ მოცემულ რეგიონში გავლენა აქვთ, როგორიცაა შვედეთი და ფინეთი. შვედი პოლიტოლოგი ანა-სოფია დალი მიიჩნევს, რომ  ეს ქვეყნები უკვე მრავალია წელია რაც არ ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს და მათი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლის მომხრეა.

„ეს საუკეთესო გზა იქნება ბალტიის რეგიონის სტაბილიზაციის და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. სამწუხაროდ შვეიცარიაში კარგად ვერ აფასებენ დღევანდელ მდგომარებას და მსგავსი იდეების წინააღმდეგები არიან. მაგრამ შვეეცარიის სანაპიროსთან გამოჩენილი კიდევ ერთი რუსული წყალქვეშა ნავი ქვეყნის ნატოში შესვლას უფრო აჩქარებს“.