საზოგადოება

“ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ იდეა დაიწყონ ბიზნესი, ეძლევათ საშუალება მოიპოვონ დაფინანსება”

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის ინფრომაციით, პროექტს “აწარმოე საქართველოში” კიდევ ერთი კომპონენტი ემატება, რაც ახალგაზრდების დაფინანსებას გულისხმობს. როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც გააჩნიათ იდეები და ვერ კვალიფიცირდებიან ბანკში პოტენციურ მსესხებლებლად, საშუალება ექნებათ უზრუნველყოფის გარეშე მოიპოვონ დაფინანსება.

“ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, რომ დავამატოთ “აწარმოე საქართველოს” ეს იქნება საწყისი, დამწყები ბიზნესის მექანიზმების შექმნა, ეს იქნება სპეციალურად ახალგაზრდობაზე, ინიციატივიან ადამიანებზე ორინეტირებული პროგრამა, რომელიც დააფინანსებს ინოვაციურ, ახალ იდეებს და ჩვენ გამოვიყენებთ მსოფლოში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას. ეს პროგრამა შეიქმნება “საპარტნიორო ფონდის” ფარგლებში და იფუნქციონირებს იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც გააჩნიათ იდეები, რომლებსაც არ აქვთ საწყისი კაპიტალი და რომლებიც ვერ კვალიფიცირდებიან საბანკო პოტენციურ მსესხებლებად, მივცეთ საშუალება უზრუნველყოფის გარეშე მოიპოვონ დაფინანსება, დაიწყონ ბიზნესი, იმის გარეშე, რომ გახდნენ დაქირავებული თანამშრომლები. ვფიქრობ, ეს იქნება რევოლუციური ცვლილება საქართველოში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ავტორი: თამარ ტყემალაძე
წყარო: pia.ge