ამინდი საქართველოში 25 ივლისამდე – პროგნოზი
25 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, + 33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +33, + 38 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.