მსოფლიო

Apple-იმ Uber-ის ჩინურ კონკურენტში $1 მილიარდი ჩადო

ამერიკული კორპორაცია Apple $1 მლრდ-ს ჩადებს გადაზიდვების ჩინურ მობილურ სერვის „დიდი ჩუსინში“, რომელიც ამერიკული Uber-ის ანალოგი და კონკურენტია.

ბოლო მონაცემებით, „დიდი ჩუსინი“ 300 მლნ კლიენტს ემსახურება და დღეში 11 მლნ-ზე მეტ გადაზიდვას ახორციელებს.

ჩინური კომპანიის კაპიტალიზაცია $26 მლრდ-ად ფასდება. კაპიტალის მიზიდვის ბოლო რაუნდის დროს „დიდი ჩუსინმა“ საერთო ჯამში $3 მლრდ-ის მიღება შეძლო.

ამ კომპანიაში ინვესტირებით, Apple თავისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს, რომელიც აიფონების გაყიდვების ვარდნის გამო გაუარესდა.

წყარო: Agora.ge