მსოფლიო

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა

აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპი 2016 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დაბალი აღმოჩნდა გასული წლის დასაწყისიდან, მაგრამ ზრდა არც ისე ნელი იყო, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ. ამ წლის იანვარ-მარტის პერიოდში აშშ-ის მშპ წლიურ გამოსახულებაში 0.8%-ით გაიზარდა (აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის პირველადი შეფასება 0.5%). გასული წლის ბოლო კვარტალში ზრდა 1.4% იყო.

ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი გახდა ამერიკელების დანახარჯები მშენებლობაზე- 17% (ასეთი ზრდა 2012 წლიდან არ ყოფილა) და ასევე ამერიკული კორპორაციების მიერ ინვესტიციების ზრდა.

ამავე დროს, გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება და ძლიერი დოლარი, რისკებს უზრდის ამერიკელ ექსპორტიორებს. ახლა კითხვაა როგორ შეაფასებს ამ სტატისტიკას აშშ-ის ცენტრალური ბანკი. ბევრი ელოდება, რომ მარეგულირებელი 14-15 ივნისს დანიშნულ სხდომაზე ძირითად განაკვეთებს გაზრდის, რაც დოლარის გამყარებას ახალ ბიძგს მისცემს.

წყარო: agora.ge