აშშ-მ უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი შეიმუშავა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის შეიმუშავა $1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და საბრძოლო მასალას მოიცავს.
თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, დახმარების ახალი პაკეტი მხარს უჭერს უკრაინას ბრძოლის ველზე და ხაზს უსვამს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
- 4 ერთეულ NASAMS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემასა და მათთვის განკუთვნილ სარაკეტო მარაგს;
- 152 მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს;
- ნაღმებისგან გაწმენდის მოწყობილობა;
- მართვადი რაკეტები;
- უპილოტო საჰაერო სისტემები;
- ზუსტი საჰაერო საბრძოლო მასალა;
- საწვავის 150 მანქანა;
- 115 ერთეული ტაქტიკური მანქანა ტექნიკის გადასაზიდად;
- 50 ტაქტიკური მანქანა აღჭურვილობის აღსადგენად;
- პორტისა და ნავსადგურების უსაფრთხოების აღჭურვილობა;
- ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები;