19/05/2024
Latest:
მსოფლიო

“აშშ-ს თურქეთსა და გიულენის ორგანიზაციას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს”

ამერიკის შეერთებულ შტატებს თურქეთსა და გიულენის ორგანიზაციას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ადრე თუ გვიან შეერთებულ შტატებს არჩევანის გაკეთება მოუწევს: ან თურქეთი ან გიულენი, ან ტერორისტები ან დემოკრატიული ქვეყანა თურქეთი“, – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამართულ პროსამთავრობო დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აშშ ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს ანკარას გადასცემს.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნაზე, რომ თურქეთში სიკვდილით დასჯა აღდგეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაბამის კანონს იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ მას პარლამენტი დაამტკიცებს.