02/05/2024
Latest:
მსოფლიო

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფონზე დოლარის კურსი დაეცა, ოქრო კი გაძვირდა

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფონზე მსოფლიოს ფინანსური ბაზრებზე დოლარის კურსი დაეცა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ამ დროისთვის, ევრო დოლართან 2%-ით გამყარდა და ერთი ევროს ღირებულებამ 1,12 დოლარი შეადგინა. 1%-ით გამყარდა ბრიტანული ფუნტი დოლართან მიმართებაში.

3%-ით დაეცა დოლარის კურსი იაპონურ იენთან, 2%-ით შვეიცარიულ ფრანკთან. გარდა ამისა, 5%-ით გაიზარდა ოქროს ღირებულება და უნციაზე 1,337 დოლარი შეადგინა.

„ბიბისის” ცნობით, 24 ივნისის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოქროზე ფასი ერთბაშად ამდენით გაიზარდა. 24 ივნისს, „ბრექსიტის” რეფერენდუმის ფონზე ოქრო ერთბაშად 8%-ით გაძვირდა.

„ბლუმბერგის” ინფორმაციით კი, საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის შესაძლო გამარჯვების ინფორმაციის ფონზე, 5,4%-ით დაეცა ტოკიოს ნიკკეის ინდექსი, 4,3%-ით S&P-ის ინდექსი, 3,6% დაეცა Dow Jones-ის ინდექსი.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ინვესტორები მომავალში ინდექსების გაუმჯობესების იმედს გამოთქვამენ.

წყარო: კომერსანტი