03/05/2024
Latest:
საზოგადოებასამართალი

ბათუმში თურქეთის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, განხორციელდა ექსტრადიცია – POG

ბათუმში თურქეთის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, მისი ექსტრადიცია უკვე განხორციელდა – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული წამებისთვის, მუქარისთვის, ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის და გაუპატიურებაში დახმარებისთვის იძებნებოდა.

„თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი ექსტრადიციის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბათუმში დააკავეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებად იქნა ცნობილი, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. 2023 წლის 7 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ზემოხსენებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება