ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა
აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ფარჰად აბდულაევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კი – დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აბდულაევმა აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად, ილჰამ ალიევი მომდევნო 7 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეულად ითვლება.
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხმების 92.12 პროცენტით გამოცხადდა.