მსოფლიო

ბარაკ ობამა: Brexit-ი მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას საფრთხეს უქმნის

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა მსოფლიო ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს. როგორც BBC იტყობინება, აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.

ამერიკის ლიდერის თქმით, Brexit-ის გამო, ბრიტანეთსა და მთლიანად ევროპაში საინვესტიციო პერსპექტივები იყინება.

ობამამ ბრიტანეთის და ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდა, რომ ევროკავშირიდან გასვლა სწორად უზრუნველყოს.

“ყველამ უნდა დაისვენოს. ეს რთული და დაძაბული პროცესია, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ პანიკაში ჩავვარდეთ” – განაცხადა ობამამ.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მან აღნიშნული საკითხი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად განიხილა, რომელიც ობამას განმარტებით, დაინტერესებულია არა ადგილით, არამედ იმით, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი წარმატებით დასრულდეს.

ბარაკ ობამა ოტავაში სამიტზე იმყოფებოდა, სადაც კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოსა და მექსიკის პრეზიდენტ  ენრიკე პენია ნიეტოსთან ერთად, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხი განიხილა.