“ბოლივუდი” საქართველოში მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
“ამ მიმართულებით შეხვედრები გვქონდა ინდოეთში ბოლივუდის წარმომადგენლებთან.ასევე შეხვედრები გვქონდა ამერიკაში ჰოლივუდის მსხვილ კომპანიებთან. მცირე მასშტაბის გადღებები უკვე მიმდინარეობს ქვეყანაში, მათ შორი 10 დღიანი გადაღებები, რომელიც მესტიაში გაიმართა. შემდეგ კვირას 45 დღიანი გადაღება დაიწყება სვანეთსა და მესტიაში,სადაც მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს არის ბოლივუდური კომპანია. გვაქვს ევროპული პროექტიც, რომლის წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მოლაპარაკებები გვაქვს ერთ ამერიკულ ფილმზეც. 3 ფილმის გადაღება განხორციელდება შემდეგი 2 თვის განმავლობაში. აქ არ ვჩერდებით. ვგეგმავთ ინდური და ამერიკული კომპანიები მოვიწვიოთ ივნისში საქართველოში, რათა ადგილზე გაეცნონ ქვეყნის პოტენციალს და ამის შემდეგ იმედი მაქვს, ბევრ ახალ ფილმს დავაანონსებთ”, – განუცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა “ბიზნესკონტაქტს”.