28/04/2024
Latest:
მსოფლიო

Brexit -ის შემდეგ მსოფლიო ბაზრებმა $3 ტრილიონი დაკარგეს

მსოფლიოს საფონდო ბაზრებზე ბოლო 2 დღის ვაჭრობებზე 3 ტრილიონი აშშ დოლარი დაკარგეს, საფონდო ინდექსების ჩამოშლის ფონზე, რაც თავის მხრივ ბრიტანეთის რეფერენდუმზე Brexit-ის მომხრეთა გამარჯვებამ განაპირობა.

Financial Times-ის ცნობით, განვითარებული ქვეყნების ბაზრებმა 2,8 ტრილიონი, განვითარებადის – 179 მილიარდი იზარალეს.

აღსანიშნავია, რომ ინდექსი BMI (S&P Global Broad Market index) 2 დღეში 6,9%-ით დაეცა- ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ორდღიანი ვარდნაა 2008 წლის ნოემბერის შემდეგ.

S&P 500-ი 5,37%-ით შემცირდა, ანუ ზარალი  ფულად გამოსახულებაში $1 ტრილიონია.

წყარო: Gbc.ge