04/05/2024
Latest:
მსოფლიო

British Airways-ი აზერბაიჯანში ფრენებს აჩერებს

კომპანია British Airways-ი 2016 წლის 1 მაისიდან ბაქო-ლონდონის და ლონდონი-ბაქოს მიმართულებით, ფრენებს წყვეტს.
როგორც სააგენტო Trend-ი იუწყება, ბოლო ფრენა ლონდონი-ბაქო-ლონდონი 29 აპრილს შესრულდება.

ფრენის შეწყვეტის მიზეზად, კომპანია რეისზე მოთხოვნის კლებასა და ამ მიმართულებით ცუდ კომერციულ გარიგებებს ასახელებს, თუმცა კომპანია სამომავლოდ ფრენების განახლებას არ გამორიცხავს. British Airways-ი ლონდონი-ბაქო-ლონდონის მიმართულებით, კვირაში 6-ჯერ დაფრინავდა.