პოლიტიკა

„ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი კანდიდატის სტატუსის მორიგი საბოტაჟია“ – ნიკა გვარამია

„ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი კანდიდატის სტატუსის მორიგი საბოტაჟია” – ამის შესახებ „მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, „ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„გუშინ, ფორმულას ეთერში გამოვთქვი აზრი, რომ ჯერ უნდა გავერკვეთ, რას გულისხმობს ოცნება ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ ვაკრიტიკოთ ეს დოკუმენტი:

(ა) თუ ამას მთავრობა მარკეტინგული შეფუთვისთვის იყენებს მხოლოდ, როგორც ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის ახალ ხარისხში აყვანის პროპაგანდისტულ ნარატივს, არ ღირს ამ საკითხის უტრირება, რადგან შეფასდება, როგორც ქვეყნის და ქართული ბიზნესის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თავდასხმა;

(ბ) თუ ამაში სამხედრო-პოლიტიკური კომპონენტი იგულისხმება (და დოკუმენტი გუშინ ჯერ კიდევ უცნობი იყო) და ეს რეალური სტრატეგიული თანამშრომლობაა, მაშინ – კატასტროფაა.

დღეს, გამოქვეყნდა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტის ტექსტი:

ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიუირ სიახლეები ნამდვილად არის, მაგრამ ე.წ.მულტივექტორული თანამშრომლობის კონცეფცია, რომელსაც ეს დოკუმენტი ეყრდნობა, უმძიმესი საფრთხეების შემცველია და დასავლეთის გეოპოლიტიკური შანტაჟია.

პრინციპში, ეს დოკუმენტი კანდიდატის სტატუსის მორიგი საბოტაჟია. კვლავ ვრჩები ჩემს აზრზე: ოცნება ყველაფერს იზამს, რომ ჩვენ ეს სტატუსი ვერ მივიღოთ, რადგან მისი ამოცანა სწორედ ეს არის” – წერს ნიკა გვარამია.

ნახეთ ასევე:

რას გულისხმობს საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა – მხარეების ერთობლივი განცხადება

კომენტარის დატოვება