მსოფლიო

ჩინეთში უნიკალურ ცათამბჯენს ააგებენ

ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობის აგება სურთ, რომლის სიმაღლეც 595 მეტრი იქნება. შენობა 3 ბლოკინგან იქნება შედგენილი, საიდანაც ერთი ერთი ყველაზე მაღალი იქნება.
პროექტის მშობელი კომპანია PLP Architecture-ია, რომელიც უკვე არის სხვა მრავალი წარმატებული პროექტის ავტორი. პროექტის მიხედვით, 595 მეტრიანი თაუერი სიმაღლეში 124 სართულს გააერთიანებს. პირველი ბლოკი 44 სართულიანი, მერე 83 სართულიანი, ხოლო მესამე ყველაზე მაღალი კი 124 სართულიანი იქნება.
ცათამბჯენის პირველ 8 სართულზე სავაჭრო ობიექტები დაიკავებენ, ხოლო მაღლიდან 14 სართული კი მთლიანად სასტუმროს დაეთმობა. შენობაში განთავსდება ასევე საკონცერტო დარბაზი, რომელიც 170 მაყურებელზე იქნება გათვლილი.