მსოფლიო

ჩინეთში წელს პირველი სამაჯური სმარტფონი გაიყიდება

მიმდინარე წელს ჩინეთში პირველი სმარტოფნი გაიყიდება, რომლის ხელზე გაკეთებაა შესაძლებელი. ქალაქ ჩონგქინგში მოქმედი სტარტაპი, Moxi Group-ი 100,000 ტელეფონის გამოშვებას აპირებს, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია უნიკალური ვუწოდოთ. სმარტფონი სამაჯურის ფორმას იღებს და მისი ხელზე გაკეთებაა შესაძლებელი. მისი ღირებულება $765-ს შეადგენს. ამ ეტაპზე ტელეფონებს შავი და თეთრი დისპლეი ექნებათ, მოგვიანებით Moxi Group-ი ფერად ვერსიებსაც გამოუშვებს.

„თავდაპირველად გაყიდვებს ჩინეთში დავიწყებთ და მოგვიანებით, თუკი ინტერესი გაიზრდება, უცხოურ ბაზარსაც ავითვისებთ,“ – განაცხადა Moxi-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჩონგშენგ იუმ. მთავარი კითხვაა, რამდენად კარგი ეკრანი აქვს ინოვაციურ სმარტფონს.

„თუკი Moxi Group-ი e-ink-ს იყენებს, მაშინ პროექტი ჩავარდნილია,“ – განაცხადა ქვინსის უნივერსიტეტის მედიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, როელ ფერტეგალმა. ფერტეგალი აღნიშნულ ტექნოლოგიას თავად 5 წლის წინ იყენებდა. „იმ დროისთვის e-ink-ი ერთადერთი მოქნილი ტექნოლოგია იყო, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან მას ცუდი ფერები და კონტრასტი აქვს, არც ვიდეოს გამოსახულებაა კარგი,“ – დაამატა ფერტეგალმა. ჩონგშენგ იუს თქმით, დრეკადი სმარტფონის ტექნოლოგია e-ink-ზეა დაფუძნებული. „e-ink-ს იყენებენ ელექტრონული წიგნით, Kindle-ით მუშაობისას. ტექნოლოგია გაცილებით გაუმჯობესებულია და მას უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს,“ – განმარტა იუმ.

Moxi Group-ის ინოვაციას კრიტიკოსები დადებითად აფასებენ, თუმცა შავ-თეთრ გამოსახულებას არ მიესალმებიან: „ხელზე დასახვევი სმარტონი ბაზარზე მასობრივად გავა და თუკი მისი შეძენა 2016 წელსვე იქნება შესაძლებელი, აღფრთოვანებული დავრჩები. თუმცა შავ-თეთრი ეკრანი ძალიან მოუხერხებელია და მისი კომერციული თვალსაზრისით გამართლებული არ იქნება,“ განაცხადა მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარმა, არავინდ ვიჯაიარაგჰავანმა.

წყარო: commersant.ge