„ჩვენ ამერიკის არჩევნების შედეგებს ვერ დაველოდებით, რათა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი” – ემანუელ მაკრონი
„ჩვენ ამერიკის არჩევნების შედეგებს ვერ დაველოდებით, რათა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი, – ამის შესახებ საფრანგეტის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ევროპის მომავალი სასწორზე დგას, ამიტომ გადაწყვეტილება ევროპელებმა უნდა მიიღონ. თუ სხვებს დახმარება სურთ, ეს ფანტასტიკურია, მაგრამ ეს მხოლოდ დამატებითი ბონუსია“.
მაკრონმა პარიზში გამართულ ევროპელი ლიდერების სამიტზე აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის რუსეთის დამარცხება აუცილებელია.
„იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ეს ომი გამოიწვია. რუსეთი ჩვენს უსაფრთხოებაზე, როგორც ტრადიციული, ისე ჰიბრიდული ომით ახდენს გავლენას“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა