სხვა

ილინოისის სასამართლომ დონალდ ტრამპს პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა

ილინოისის შტატის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ილინოისში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა, რომელიც 19 მარტს უნდა ჩატარდეს.

სასამართლომ გადაწყვეტილება 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე განხორციელებულ შტურმში ტრამპის როლის გამო მიიღო.

ტრამპის კამპანიის სპიკერის თქმით,  გადაწყვეტილებას  სასწრაფოდ გაასაჩივრებენ.

 

კომენტარის დატოვება