დღეს, 30 მარტს ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მარტს, 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ქანდა, ქსანი, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.
მათივე ცნობით, 1 აპრილს 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ანანური, ციხისძირი, თანდილაანთკარი, ფიტავი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძალისი, მუხრანი, ქანდა, ქსოვრისი, ერედა და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.