რუსეთმა ბრიტანეთის 18 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
რუსეთმა, ლონდონის კონფრონტაციული კურსის საპასუხოდ, ბრიტანეთის 18 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ლონდონის მუდმივი კონფრონტაციული კურსის საპასუხოდ, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის დემონიზაციის მცდელობა მიმდინარეობს, აქტიურად იგება ანტირუსული ნარატივები საერთაშორისო ასპარეზზე მოსკოვის გავლენის შესამცირებლად და კიევის ნეონაცისტური რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება გრძელდება, მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის „სტოპ-ლისტში“ დიდი ბრიტანეთის სამხედრო-პოლიტიკური ისტებლიშმენტის და სამეცნიერო და აკადემიური საზოგადოების არაერთი ფიგურის შეყვანის შესახებ“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო სამინისტროში.
სანქცირებულ პირებს შორის არიან გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჯეიმს კარტლიჯი, წყალქვეშა ძალების მეთაური საიმონ ასკითი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი დასავლეთ ბალკანეთის საკითხებში სტიუარტ პიჩი, რამდენიმე ბრიტანელი პარლამენტარი, მათ შორის თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილე ჩარლზ როლანდ ვინსენტ უოლკერი, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სარა მაკინტოში, ლორდთა პალატის წევრები დანიელ ჯონ ჰანანი, მაიკლ ენტონი ეშკროფტი და რეი ედვარდ ჰარი კოლინზი