27/04/2024
Latest:
სხვა

“ძალიან ბევრს აქვს რუსეთში ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან და ჰყავთ დამფინანსებლები” – ვახტანგ გომელაური

ძალიან ბევრს აქვს რუსეთში ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეკითხვას: “როგორია თქვენი პოზიცია გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი დავით ხიდაშელი რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მეგობარია”.

„არ ვიცი, ეს ადამიანი ევტუშენკოვის მეგობარია, თუ სხვა ვიღაცის და როგორ გაგცეთ პასუხი. შეიძლება პირიქით, კარგ საქმეს აკეთებდა. რატომ არის ცუდი? თქვენ იცით, რომ ცუდი ადამიანია ის?

“ძალიან ბევრს აქვს რუსეთში ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან და ჰყავთ დამფინანსებლები, დეტალებში ნუ ჩამიყვანთ“, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარის დატოვება