მსოფლიო

3 საათის განმავლობაში იაპონიის ბანკომატებიდან 13 მილიონი აშშ დოლარი მოიპარეს

იაპონიის ბანკომატებიდან, სამი საათის განმავლობაში 13 მილიონი აშშ დოლარი მოიპარეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოროტმოქმედებმა ყალბი საბანკო ბარათები გამოიყენეს. ბარათების დასამზადებლად კი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ბანკის კლიენტების მონაცემები გამოიყენეს.

თავდასხმა შეეხო დაახლოებით 1400 ბანკს. სამხრეთ აფრიკული Standard Bank-ი, რომლის კლიენტების მონაცემებიც იქნა გამოყენებული, ზარალს 19,2 მილიონ დოლარად აფასებს. ფული ერთდრულად 1400 ოპერაციის განხორციელების მეშვეობით მოხსნეს, რომელიც სხვადასხვა ლოკაციებზე ხორციელდებოდა. ყოველი ოპერაციის ღირებულებამ 100 ათასი იენი (913 აშშ დოლარი) შეადგინა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქურდობისთვის არც ისე ბევრი მონაცემი დასჭირდათ. ბანკში, აღნიშნულ ინციდენტს, “რთული და კარგად კოორდინირებული თაღლითობის შემთხვევა” უწოდეს.

წყარო: ibusiness.ge