ეკონომიკა

ევრობანკი ქართულ ეკონომიკაში საინვესტიციო პორტფელს 3 მლრდ-მდე ზრდის

EBRD-ი საქართველოს ეკონომიკის ზრდის ნოემბრის პროგნოზს 2.8%-ს, დეკემბრის გადასახედიდან 2.5%-მდე ამცირებს, თუმცა მაინც ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.

ევრობანკის რეგიონულმა დირექტორმა TV პირველზე  EBRD-ის ისტორიაში უპრეცედენტო 3 მლრდ-მდე ინვესტირებაზე განაცხადა, ერთ სულ მოსახლეზე 800 ევრო, რაც საქარათველოში მნიშვნელოვანი რეფორმების საპასუხოა.

ბრუნო ბაკლვანერამ  აქციზის გაზრდა ევროპასთან  ინტეგრაციის  ჭრილში შეაფასა. აღნიშნა, რომ ძირითადად ფუფუნების საგნებს შეეხო.

ახალი ინიავიატივების პერსპექტივებისას შეფასებისას პერუს გამოცდილება მოიხმო, სადაც ტრანსფორმაციას პოზიტიური შედეგები მოყვა.

ევრობანკის  სამომავლო გეგმებზე  თქვა, რომ  კერძო სექტორთან პარტნიორობას განაგრძობს, საბანკო სექტორის მეშვეობით, რომელიც  სოლიდურია და კარგად სტრუქტურირებული, ბიზნესთან ოპტიმალური არხებით.

ევრობანკი მომავალში მცირე ბიზნესთან ამ არხების გაფართოებაზე  იზრუნებს.

ევრობანკის პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება კაპიტალის ბაზრის, სოფლის მეურნეობის,  სასტუმრო  ბიზნესის განვითარება, ინოვაციების სტიმულირება.

წყარო: BPI