ევროსაბჭომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე პარლამენტთან შეთანხმებას მიაღწია
მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა, რომ საბჭოს სახელით, კომპრომისის ტექსტი ევროპარლამენტის მიერ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით შეთანხმებულია, რაც შესაძლოა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა არსებული თვალსაზრისით გამოყენებული იყოს. ამჯერად, საბჭოს, პარლამენტსა და კომისიას შორის შეთანხმება მიღწეულია,-ინფორმაცია ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
“ეს შეთანხმება დაბალანსებულია, და ძალიან მნიშვნელოვანია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოლიტიკის თვალსაზრისით, როგორც ეფექტურობა და კავშირების სანდობაა. მიმდინარე შეჩერების მექანიზმი არ არის ადეკვატური და ამჟამად გაუმჯობესდა. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, ეს საკითხი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხვისთვის სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც, რომელიც ყველა საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, პროგრესის საფუძველი უნდა გახდეს “, -განაცხადა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და საბჭოს პრეზიდენტმა, რობერტ კალინაკმა.
შესწორებული რეგულირების მთავარი მიზანი შეჩერების მექანიზმის გაძლიერებაა. გამოყენების მექანიზმა ასევე შესაძლოა საკითხის განხილვის პერიოდებისა და ვადების შემცირებას შეუწყოს ხელი, რათა პროცედურა უფრო სწრაფად წარიმართოს.
ამჯერად, შეთანხმება უკვე დაადასტურა მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა, რის შემდეგაც საბჭოს სახელით, რეგულირება ევროპარლამენტს წარედგინება და საკითხს პირველი მოსმენით განიხილავენ, რის შემდეგაც მას საბჭო დაამტკიცებს.
7 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის ერთობლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის საბჭოში მუდმივმა წარმომადგენლებმა ე.წ. დროებითი შეჩერების მექანიზმზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
ე.წ შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი მიკრობლოგ „ტვიტერში“ ეხმაურება:
“მივესალმები შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას. მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტს, რაც შეიძლება მალე მიიღონ გადაწყვეტილება” – ნათქვამია ჰანის განცხადებაში.
ამჯერად, რეფორმირებული რეგულაცია საკომიტეტო კენჭისყრაზე გავა. დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ძალაში შევა. რეგულაციაზე კენჭისყრის დასრულებისთანავე, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე კენჭისყრის თარიღი გახდება ცნობილი.