28/04/2024
Latest:
საზოგადოება

ფანჯიკიძისეული „ რეფორმა“ – უკან გადადგმული ნაბიჯი ქართულ დიპლომატიაში?!

„ქართული ოცნება” მაია ფანჯიკიძის მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებას არჩევნების მერე აპირებს. ყოველ შემთხვევაში, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ეს თემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და 8 ოქტომბრის შემდეგ, დიპლომატთა ერთი ნაწილის დისკრიმინაციას ბოლო მოეღება. კერძოდ, ლაპარაკია საქართველოში მოღვაწე ჩვენი 20-ზე მეტი მეგობარი, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის საპატიო კონსულზე. 2014 წლიდან მოყოლებული, ისინი საკუთარი ღირსებისა და უფლების დაცვას უშედეგოდ ცდილობენ, თუმცა ვიდრე ამ ამბის პრესისტორიას გავიხსენებთ, მანამდე, უმჯობესია, განვმარტოთ, თუ ვინ არიან და რა მისია აქვთ საპატიო კონსულებს:

საპატიო კონსული სახელმწიფო სამსახურში არ იმყოფება, მაგრამ წარმგზავნი სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ცალკეულ საკონსულო ფუნქციებს ასრულებს. საპატიო კონსულად შეიძლება, დაინიშნოს როგორც წარმგზავნი, ასევე, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე.

საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ საქართველოს კანონის 96-ე მუხლში ნათქვამია: „საქართველოს საპატიო კონსულად შეიძლება დაინიშნოს პირი თუ მას: ა) აქვსგარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობა და საჭირო პირადი თვისებები იმისთვის, რომ შეასრულოს მასზე დაკისრებული საკონსულო ფუნქციები; ბ) თავისი საქმიანობითდამსახურება მიუძღვის საქართველოს წინაშე; გ) ეს გამომდინარეობს საქართველოსსახელმწიფო ინტერესებიდან”.

1963 წელს მიღებულ იქნა ვენის კონვენცია, რომლის მე-58 და 67-ე მუხლები, მცირე გამონაკლისების გარდა, საპატიო კონსულებს იმავე პრივილეგიებს და იმუნიტეტს ანიჭებს, რაც სახელმწიფო სამსახურში მყოფ კონსულებს აქვთ. 1963 წლის 24 აპრილს მიღებული ვენის კონვენციითვე, საპატიო კონსულები კარიერულ დიპლომატებთან არიან გათანაბრებულნი. აღსანიშნავია, რომ საქართველო ვენის კონვენციას 1993 წელს მიუერთდა.

ყველაფერი ეს მარტივად და გასაგებად იმას ნიშნავს, რომ ამ თუ იმ ქვეყნის საპატიო კონსულად, უმეტესად, ქვეყნის რეზიდენტი ბიზნესმენები ინიშნებიან, რადგან ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობას სწორედ ისინი არეგულირებენ, ანუ ხელს უწყობენ ინვესტიციების მოზიდვას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომსაპატიო კონსულები ჯამაგირს არც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებენ და არც – წამგზავნი, ანუ ისინი დიპლომატურ საქმიანობას საკუთარი ხარჯებითა დასახსრებით ახორციელებენ. სანაცვლოდ კი, ისეთი დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობენ, როგორიც, მაგალითად, დიპლომატიური იმუნიტეტია.

ერთი სიტყვით,  საპატიო კონსულების ინსტიტუტს მთელი მსოფლიო აღიარებს და პატივს სცემს, მაგრამ საქართველო ხომ  ყველაფერში, ან თითქმის ყველაფერში გამორჩეული ქვეყანაა, სადაც დიპლომატიაც კი პირად განწყობებზეა აწყობილი. ჰოდა, როგორც ამბობენ, უცხო ქვეყნის ერთ-ერთ საპატიო კონსულთან პირადი დაპირისპირების გამო, მაია ფანჯიკიძემ მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის მთავარ დიპლომატიურ უწყებას ხელმძღვანელობდა, ყველა საერთაშორისო ნორმა, უკაცრავად და, ფეხზე დაიკიდა და, 2014 წლის 20 აგვისტოს, საპატიო კონსულების კუთხით „რეფორმა” გაატარა. შესაბამისად, საქართველოს 20-მდე მეგობარი, მათ შორის, როგორც აღვნიშნეთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნის საპატიო კონსულსდიპლომატიური პრივილეგიები  ყოველგვარი  კონსულტაციების და ახსნა-განმარტების გარეშე, ერთპიროვნულად გაუუქმა, რაც თავისთავად, დიპლომატიური სკანდალია, რამეთუ მსგავსი გადაწყვეტილება არასოდეს არც ერთ ქვეყანაში არ მიუღიათ.

შესაბამისად,ორი წელია, საქართველოში მოქმედი ყველა საპატიო კონსული პარალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვეღარ ამყარებენ კომუნიკაციას სახელმწიფო სტრუქტურებთან,დიპკორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვერ სარგებლობენ დიპლომატიურიფოსტით, საჭიროების შემთხვევაში, თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ეხმარებიან, ვერიღებენ და ვერ აწვდიან ინფორმაციას და ა.შ. ყველაფერი ეს კი, წარმგზავნისახელმწიფოებისთვის სრულიად გაუგებარია, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დარღვეულია თანაფარდობის პრინციპი – სხვა ქვეყნებში საქართველოს საპატიოკონსულები დიპლომატიური პრივილეგიით ისევ სარგებლობენ და ამის საჩვენებლად ის ფოტოც გამოდგება, რომელიც ჩვენ მოგავწოდეს: ფოტოზე ასახულია ბელგიაში საქართველოს საპატიო კონსული ავტომანქანასთან ერთად, რომელსაც დიპლომატიური ნომრები აქვს. ამასთან, როგორც ჩვენ გვითხრეს, მსგავსი პრივილეგიებით უცხოეთში საქართველოს ბევრი საპატიო კონსული ისევ სარგებლობს. არადა, მაია ფანჯიკიძე ამბობდა, რომ საპატიო კონსულები კარიერულ დიპლომატებთან ვითომ არც ერთ ქვეყანაში არ არიან გათანაბრებულები.

ამ თემაზე მუშაობის დროს, ჩვენ რამდენიმე დიპლომატს ვესაუბრეთ. ისინი ფანჯიკიძის გადაწყვეტილებას ახსნას ვერ უძებნიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ მსგავსი „სულელური ნაბიჯი” 2012 წლის არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილსაც არ გადაუდგამს, როცა ბიძინა ივანიშვილს ებრძოდა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების” ლიდერს სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართავა, თუნდაც იმ მიზნით, რომ ივანიშვილისთვის, რომელიც მაშინ სან-მარინოს საპატიო კონსული იყო, კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინა, შეეძლო, საპატიო კონსულებისთვის უფლება-მოსილება შეეზღუდა, მაგრამ როგორც ჩანს, სააკაშვილი ამ საერთაშორისო სკანდალს მოერიდა. სამაგიეროდ, ამ კუთხით ფანჯიკიძე უფრო „გაბედული” აღმოჩნდა და ის გააკეთა, რაც გააკეთა.

დიპლომატიაში გარკვეული ადამიანები თვლიან, რომ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ფანჯიკიძის ეს  გადაწყვეტილება, მინიმუმ, დიპლომატიური უხერხულობის გამოსწორება სამინისტროს არც მას შემდგომში უცდია, რაც ფანჯიკიძემ მინისტრის თანამდებობა დატოვა, რაც შეიძლება,  სამინისტროში დარჩენილი ფანჯიკიძის კადრებით აიხსნას. საქმეში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიც ჩაერია და წერილით საგარეო უწყებას მიმართა, რათა ამ უკანასკნელს განემარტა, თუ რის გამო შეეზღუდათ საპატიო კონსულებს უფლება-მოსილება, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროდან საკანონმდებლო ორგანომ არაფრისმთქმელი პასუხი მიიღო, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თორთლაძემ ფანჯიკიძის გადაწყვეტილების არსი კანონმდებლებს ბუნდოვნად განუმარტა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, საპატიო კონსულებმა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საერთაშორისო ასაპრეზზე პრობლემები არ შექმნოდა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის მოლოდინშია, ზედმეტი ხმაური არ ატეხეს და ვითარებაში გარკვევა  წარმომგზავნ სახელმწიფოებს სთხოვეს. არადა, „ფანჯიკიძის რეფორმა” თავისი არსით, როგორც  უცხო ქვეყნის დიპლომატები აღნიშნავენ , გაუგებარია. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, საპატიო კონსულები და მათი წარმგზავნი  ქვეყნები მოვლენების განვითარებას და საკუთარი უფლებების აღდგენას დღემდე მოთმინებით ელოდებიან და ამ თემაზე მხოლოდ დიპლომატიური კომენტარით შემოიფარგლებიან.

„საპატიო კონსულებმა ეს ვითარება ჩვენს წარმომგზავნ ქვეყნებში იმდენად კიდევ არგავამწვავეთ, რამდენადაც ფანჯიკიძე იმსახურებდა. ანგარიში გავუწიეთ საქართველოსდიპლომატიურ იმიჯს და მოცდა ვამჯობინეთ. საბედნიეროდ, პერსონალიებისამინისტროში შეცვლილია და დიდი იმედი მაქვს, საპატიო კონსულების მორიგიმიმართვის შემდეგ მაინც, ახალი მინისტრი, რომელიც გამოცდილი დიპლომატია, ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს საპატიო კონსულებთან დაკავშირებით,” – აღნიშნა თავის დროზე მედიასთან საუბრის დროს კონსულების ასოციაციების პრეზიდენტმა ელენე ლეჟავამ.

როცა ბატონ მიხეილ ჯანელიძეს   მინისტრად ამტკიცებდნენ, საპარალმენტო უმრავლესობს ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ საჯარო ტრიბუნიდან მიმართა და, მინიმუმ, ფანჯიკიძის პოლიტიკის გადახედვა ურჩია.

„ძალიან ხისტი პოლიტიკის შედეგად, რომელიც ჩვენი მთავრობის პირველმა საგარეოსაქმეთა მინისტრმა გაატარა, მათ (საპატიო კონსულებს), პრაქტიკულად, ყველანაირიშეზღუდვა დაუწესდათ. მსგავსი დამოკიდებულება ჩვენს კომიტეტშიც  აბსოლუტურადმიუღებელი იყო და ჩვენ ამის თაობაზე განხილვებიც გვქონდა. ჩვენი დამოკიდებულებაცგამოვხატეთ, მაგრამ იმდენად ხისტი იყო ეს დამოკიდებულება შესაბამის კომიტეტსა დასაგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომ ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, რომკონფლიქტში არ გადაზრდილიყო. ამიტომ უკეთესი მომავლის იმედით, არ გავამწვავეთ ესსაკითხი. ამიტომ  მინდა მოგიწოდოთ, დაინტერესდეთ  ამ საკითხით და თუ ჩვენთანკონსულტაციები დაგჭირდებათ, მზად ვიქნებით”, – განაცხადა მაშინ ზვიად კვაჭანტირაძემ.

„ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, როგორც თავში აღვნიშნეთ, საპატიო კონსულების პრობლემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და ეს საკითხი არჩევნების შემდეგ გააქტიურდება, ანუ იმედი უნდა გქვონდეს, რომ შემოდგომაზე „ფანჯიკიძის რეფორმა” გამოსწორდება და საპატიო კონსულებს თავანთი უფლება-მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელების საშუალება მიეცემათ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა, რომელიც შემოდგომაზე ვიზა-ლიბერალიაზციას ელოდება, საერთაშორისო დიპლომატიურ სკანდალს, ალბათ, ვერ გადაურჩება, რაც ჩვენს ევროპულ იმიჯზე უარყოფითად აისახება.

[wpolling id=”13″ width=”” height=””]

წყარო: reportiori.ge