ფონდმა ქართუმ სამეგრელოს ისტორიული ძეგლების რესტავრაცია დაიწყო
ზუგდიდში დადიანების კომპლექსში ამ დროისათვის ნიკო დადიანის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2018 წელს დასრულდება. სენაკის თეატრი კი დაახლოებით 3 წელიწადში პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.
ნიკოლოზ ანთიძე: „ნიკო დადიანის სასახლე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. შარშან დავიწყეთ და წელს უკვე გაგრძელდა ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გულისხმობთ მთლიანად სახურავის შეცვლას, კონსტრუქციული ნაწილების გამაგრებას. სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ქართუმ 2 მილიონი ლარი გამოჰყო. რესტავრაციაში მონაწილეობას იღებს ქართუ ჯგუფში შემავალი ისტორიული ძეგლების დაცვისა და გადარჩენის ფონდიც. “
ნიკო ჩხეტიანი: „კეთდება კომპლექსური რესტავრაცია, აღდგენილი იქნება ფასადი და ასევე შიდა ნაწილი. შენობა სრულად აღიჭურვება გაყვანლობებით და შეასრულებს მუზეუმის ფუნქციას. ზუგდიდში კოლექცია ძალიან მდიდარია. ჩვენ გვექნება ევროპის დონის სამოზეუმო სივრცე. დადიანების სასახლის რესტავრაცია 2018 წელს დასრულდება. რის შემდეგაც ის პირვანდელ სახეს მიიღებს. “
რაც შეეხება სენაკის თეატრს, ამ ეტაპზე მისი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ვაჟა ილურიძე: „ბოლო წლებში კონსტრუქციულად მისი მდგომარეობა საკმაოდ შეირყა. ამას დაემატა 2008 წლის საბრძოლო მოვლენები ერთი ჭურვი თვითონ შენობასაც მოხვდა და ამიტომ საკმაოდ დაზიანდა. “
გიორგი უძილაური: „შესასრულებელი იყო სასწრაფო სამუშაოები იმისათვის, რომ გადარჩენილიყო ეს მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტი. ფუნდამენტი უკვე გამაგრებული აქვს, ამჯამად მიმდინარეობს კედლების გამაგრება ასევე დაწყებულია შიდა ინფრასტრუქტურის გამოცვლა ეს შეეხება გათბობას, შიდა ელექტრო გაყვანილობას. “
სამეგრელოს გარდა ქართუ სხავდასხვა ისტორიული ძეგლების რესტავრაციას საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ხევსურეთში, სვანეთსა და ქართლში აფინანსებს.
[wpolling id=”13″ width=”” height=””]